შვეიცარიული არქიტექტურა წარმატების ისტორიის კრიტიკული ასპექტები

თიბისი კონცეპტის და „ხიდი: თბილისი-ციურიხის“ თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ კულტურის ინტერდისციპლინურ ფესტივალს, რომელიც გაიმართება თბილისში, 1-10 აპრილის ჩათვლით. 4 აპრილს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს შეხვედრას: „შვეიცარიული არქიტექტურა - წარმატების ისტორიის კრიტიკული ასპექტები“, სადაც ცნობილი შვეიცარელი არქიტექტორი, ანდრე ბიდო, ჩაატარებს ლექცია-დისკუსიას და კრისტოფ შაუბის ფილმის "უსასრულობის არქიტექტურა" ჩვენებას. შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასასწრებას დაგიდასტურებთ. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას შვეიცარიაში და პირიქით, შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას საქართველოში. 10 დღის განმავლობაში, ფესტივალი ქართველი პუბლიკის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება, რომელიც მოიცავს კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას, ხელოვნებასა და მუსიკას. ფესტივალის დეტალური პროგრამა: https://zuerich-tbilissi.ch/ka/programm

ვრცლად

ჩატარების თარიღი 4 აპრილი 18:00

ადგილმდებარეობათიბისი კონცეპტის, მარჯანიშვილის 7

*ადგილები შევსებულია, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და ადგილების განთავისუფლების შემთხვევაში დაგიკავშირდებით.

რეგისტრაცია








*ადგილები შევსებულია, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და ადგილების განთავისუფლების შემთხვევაში დაგიკავშირდებით.