წიგნის კლუბი X They said books

წიგნის კლუბი X They said books წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში, They said books-თან თანამშრომლობის ფარგლებში, უმასპინძლებს შეხვედრას, რომლის მოდერატორიც ნინო დარასელი იქნება. შეხვედრის შესახებ: შეხვედრაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ: პოეზიას, პროზასა და მუსიკას. შეეხებიან ისეთ დიდ ავტორებსა და მუსიკოსებს , როგორებიც ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი და ჯიმ მორისონი იყვნენ. შეხვედრას სამი ყველასათივის ცნობილი და საყვარელი სპიკერი ეყოლება: * დიანა ანფიმიადი- მწერალი , პოეტი და ფილოლოგია, 2009 წელს მისმა კრებულმა „ შოკოლადი“ ლიტერტურული პრემია „საბა“ მიიღო, ნომინაციაში - წლის საუკეთესო დებიუტი. *რეზი ხუნწელია- მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონცერვატორიის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. *მაკა კასრაძე- რადიოწამყვანი და გამომცემლობა „ზებრა“-ს ხელმძღვანელია.

ვრცლად

ჩატარების თარიღი 13 მაისი 18:00

ადგილმდებარეობათიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის 7

რეგისტრაცია